ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2537 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2295 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0242 პუნქტით გაუფასურდა.
1 ევროს შეძენა კი 3.8267 ლარად არის შესაძლებელი. ორშაბათს 1 ევრო 3.8050 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0217 პუნქტით არის გაუფასურებული.
გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 22 სექტემბერს დაადგინა, ხვალიდან, 23 სექტემბრიდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.
ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2475 ლარად ივაჭრება.
მარიამი ჩიტაია
ავტორი