თავში

ლარი 0.0339 პუნქტით გაუფასურდა

ლარი 0.0339 პუნქტით გაუფასურდა
ლარი 0.0339  პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1886 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.1547 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0339  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.7603  ლარად არის შესაძლებელი. ოთხშაბათს 1 ევრო 3.7440 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0163  პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 17 სექტემბერს დაადგინა, ხვალიდან, 18 სექტემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2037 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system