თავში

ლარი 7 თეთრით გამყარდა - უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

ლარი 7 თეთრით გამყარდა - უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
ლარი 7 თეთრით გამყარდა - უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

3 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ  7,04 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1524 ლარი გახდა. ეს მთელი 2021 წლის განმავლობაში დოლარის ყველაზე დაბალი ღირებულებაა, მეტიც, 2020 წლის 28 ოქტომბრის შემდომ ერთი დოლარის ფასი 3.22 ლარი არ ყოფილა.

დღეს, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.2228 ღირდა, ევრო – 3.9238 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.5558 ლარი.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 8,13 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8425 ლარი გახდა.


ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 8,35 თეთრით შემცირდა და 4.4723 ლარს შეადგენს.


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 4 ივნისიდან შევა ძალაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system