თავში

ლარი აგრძელებს გაუფასურებას

ლარი აგრძელებს გაუფასურებას
ლარი აგრძელებს გაუფასურებას

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0535 ლარი ღირს.

ორშაბათს, 22 ივნისს 1 დოლარის ყიდვა 3.0442 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0093 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4462  ლარად არის შესაძლებელი. ორშაბათს 1 ევრო 3.4153 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0309 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 23 ივნისს დაადგინა, ხვალიდან, 24 ივნისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg -ზე 1 დოლარი 3.0525 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system