თავში

ლარი დღეს 0.0052 პუნქტით გაუფასურდა

ლარი დღეს 0.0052 პუნქტით გაუფასურდა
ლარი დღეს 0.0052  პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2987 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2935 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0052  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 4.0033  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0062 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0029  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 15 იანვარს დაადგინა, ხვალიდან, 16 იანვრიდან ამოქმედდება და მომდევნო უქმეების განმავლობაში, 18 იანვრის საღამოს 17:00  საათამდე იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2926 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system