თავში

ლარი დღეს ცოტათი გაუფასურდა

ლარი დღეს ცოტათი გაუფასურდა
ლარი დღეს ცოტათი გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2. 9805 ლარი ღირს.

პარასკევს, 5 ივნისს 1 დოლარის ყიდვა 2.9562 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0,0243 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.3599 ლარად არის შესაძლებელი. 1 ევრო 5 ივნისს 3.3476 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0,0123 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 8 ივნისს დაადგინა, ხვალიდან, 9 ივნისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.9839 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system