თავში

ლარი დოლარის მიმართ 0.004 პუნქტით გაუფასურდა

ლარი დოლარის მიმართ 0.004 პუნქტით გაუფასურდა
ლარი დოლარის მიმართ 0.004 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილისავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0804 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.0778 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0026  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.6389  ლარად არის შესაძლებელი. გუშინ 1 ევრო 3.6429 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.004 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 26 აგვისტოს დაადგინა, ხვალიდან, 27 აგვისტოდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვისBloomberg-ზე 1 დოლარი 3.0788 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system