თავში

ლარი დოლარის მიმართ 0.0069 პუნქტით გამყარდა

ლარი დოლარის მიმართ 0.0069 პუნქტით გამყარდა
ლარი დოლარის მიმართ 0.0069   პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2117  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2186 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0069 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.7763  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.7728 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0035 პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 19 ოქტომბერს დაადგინა, ხვალიდან, 20 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2150 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system