თავში

ლარი დოლარის მიმართ 0.0158 პუნქტით გაუფასურდა

ლარი დოლარის მიმართ 0.0158 პუნქტით გაუფასურდა
ლარი დოლარის მიმართ 0.0158  პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2295 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2140 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0158 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.8050  ლარად არის შესაძლებელი. პარასკევს 1 ევრო 3.8057 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0007  პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 21 სექტემბერს დაადგინა, ხვალიდან, 22 სექტემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2225 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system