ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0463 ლარი ღირს.
ოთხშაბათს, 1 ივლისს 1 დოლარის ყიდვა 3.0567 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0104 პუნქტით გამყარდა.
1 ევროს შეძენა კი 3.4381 ლარად არის შესაძლებელი. ოთხშაბათს 1 ევრო 3.4247 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0134 პუნქტით არის გაუფასურებული.
გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 2 ივლისს დაადგინა, ხვალიდან, 3 ივლისიდან იმოქმედებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.
ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
ამ მომენტისთვისBloomberg-ზე 1 დოლარი 3.0483 ლარად ივაჭრება.
მარიამი ჩიტაია
ავტორი