თავში

ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა, ევროს მიმართ გამყარდა

ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა, ევროს მიმართ გამყარდა
ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა, ევროს მიმართ გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2249 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2209 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.004  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.7806  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.7968 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0162  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 15 ოქტომბერს დაადგინა, ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2181 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system