თავში

ლარი დოლართან 0.0004 პუნქტით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან 0.0004 პუნქტით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ლარი დოლართან 0.0004 პუნქტით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4359 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.4363 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0004   პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა 4.1351 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.1187 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0164  პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 19 აპრილს, დაადგინა, ხვალიდან, 20 აპრილიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4360 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system