თავში

ლარი დოლართან 0.0014 პუნქტით გაუფასურდა

ლარი დოლართან 0.0014 პუნქტით გაუფასურდა
ლარი დოლართან 0.0014  პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4548  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.4534 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0014  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა 4.1727  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.1765 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0038 პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 27 აპრილს, დაადგინა, ხვალიდან, 28 აპრილიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4520 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system