თავში

ლარი დოლართან 0.0015 პუნქტით გაუფასურდა

ლარი დოლართან 0.0015 პუნქტით გაუფასურდა
ლარი დოლართან 0.0015 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3084 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3069 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0015 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 4.0138 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0149 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0011  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 22 თებერვალს, დაადგინა, ხვალიდან, 23 თებერვლიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3060 ლარად ივაჭრება.         

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system