თავში

ლარი დოლართან 0.0023 პუნქტით გამყარდა

ლარი დოლართან 0.0023 პუნქტით გამყარდა
ლარი დოლართან 0.0023  პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3021  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3044 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0023 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9837  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9871 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0034  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 18 თებერვალს, დაადგინა, ხვალიდან, 19 თებერვლიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3050 ლარად ივაჭრება.         

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system