თავში

ლარი დოლართან 0.0028 პუნქტით გამყარდა

ლარი დოლართან 0.0028 პუნქტით გამყარდა
ლარი დოლართან 0.0028 პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3204  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3232 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0028 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9609 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9606 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0003  პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 15 მარტს, დაადგინა, ხვალიდან, 16 მარტიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system