თავში

ლარი დოლართან 0.0028 პუნქტით გაუფასურდა

ლარი დოლართან 0.0028 პუნქტით გაუფასურდა
ლარი დოლართან 0.0028 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3326 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3298 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0028  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9645  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9758 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0113 პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 19 მარტს, დაადგინა, ხვალიდან, 20 მარტიდან ამოქმედდება და მომდევნო უქმეების განმავლობაში, 22 მარტის სარამოს 17:00 საათამდე იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3304 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system