ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3174 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3140 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0034 პუნქტით გაუფასურდა.
1 ევროს შეძენა კი 3.9792 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9834 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0042 პუნქტით გამყარდა.
გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 4 თებერვალს, დაადგინა, ხვალიდან, 5 თებერვლიდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.
ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3150 ლარად ივაჭრება.
მარიამი ჩიტაია
ავტორი