თავში

ლარი დოლართან 0.0047 პუნქტით გაუფასურდა

ლარი დოლართან 0.0047 პუნქტით გაუფასურდა
ლარი დოლართან 0.0047 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3252 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3205 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0047  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9620  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9660 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.004  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 17 მარტს, დაადგინა, ხვალიდან, 18 მარტიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3240 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system