თავში

ლარი დოლართან 0.0059 პუნქტით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

ლარი დოლართან 0.0059 პუნქტით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა
ლარი დოლართან 0.0059 პუნქტით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3044 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2985 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0059  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9871  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0130 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0259 პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 17 თებერვალს, დაადგინა, ხვალიდან, 18 თებერვლიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3035 ლარად ივაჭრება.         

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system