თავში

ლარი დოლართან 0.0062 პუნქტით გამყარდა

ლარი დოლართან 0.0062 პუნქტით გამყარდა
ლარი დოლართან 0.0062 პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2888  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2950 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0062  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9824 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9965 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0141 პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 12 თებერვალს, დაადგინა, ხვალიდან, 13 თებერვლიდან ამოქმედდება და მომდევნო უქმეების განმავლობაშიც, 15 თებერვლის საღამოს 17:00 საათამდე იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2920 ლარად ივაჭრება.         

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system