თავში

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა
ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0401 ლარი ღირს.

ხუთშაბათს, 11 ივნისს 1 დოლარის ყიდვა 3.0387 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0014 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4387 ლარად არის შესაძლებელი. გუშინ 1 ევრო 3.4577 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0 19 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 12 ივნისს დაადგინა, ხვალიდან, 13 ივნისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0350 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system