თავში

ლარი ძირითადი სავაჭრო ვალუტების მიმართ გაუფასურდა

ლარი ძირითადი სავაჭრო ვალუტების მიმართ გაუფასურდა
ლარი ძირითადი სავაჭრო ვალუტების მიმართ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის განცხადებაში საყურადღებოა მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი ინფლაცია და ინფლაციური მოლოდინებთან დაკავშირებული რისკები.

ასე ფიქრობს "თიბისი კაპიტალი", რომელმაც გასული კვირა მიმოიხილა.

მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის მაისში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი (REER) წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით შემცირდა, ხოლო 2019 წლის მაისთან შედარებით კლებამ 6.2% შეადგინა. 

ლარის რეალური გაცვლითი კურსი ძირითადი სავაჭრო ვალუტების მიმართ წ/წ შემდეგნაირად შეიცვალა: ლარი/აშშ დოლარი 8.6%-ით, ლარი/ევრო 6.2%-ით, ლარი/თურქული ლირა 5.8%-ით ხოლო ლარი/რუსული რუბლი 0.1%-ით შემცირდა. 

"ეროვნულმა ბანკმა 24 ივნისს რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პ.პ. შეამცირა 8.25%-მდე. ეროვნული ბანკი ელოდება ინფლაციის შემცირებას მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს 2021 წლის პირველი ნახევრისათვის, მოსალოდნელ ჯამურ მოთხოვნასთან დაკავშირებული მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის განცხადებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირება ნაწილობრივ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ფუნქციას ასრულებს," - აღნიშნულია მიმოხილვაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საბანკო დეპოზიტების მოცულობა 2020 წლის მაისში წ/წ 8.7%* -ით გაიზარდა და 28.2 მლრდ ლარს გაუტოლდა. ლარის დეპოზიტებმა 10.1 მლრდ (+10.3% წ/წ), ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების მოცულობამ 18.1 მლრდ ლარის ექვივალენტი (+7.7%*2 წ/წ) შეადგინა. მაისის ბოლოს, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების წილი მთლიან დეპოზიტებში 35.9%-ს გაუტოლდა (+1.6 პპ თ/თ). ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში მოზიდული ახალი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა 0.08 პპ-ით შემცირდა რადგან ეროვნულ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები თ/თ 0.06 პპ-ით შემცირდა, ხოლო უცხოურ ვალუტებში თ/თ 0.02 პპ-ით გაიზარდა. 2020 წლის მაისში, საბანკო სესხები წ/წ 15.3%*-ით გაიზარდა და 34.2 მლრდ ლარს მიაღწია.

"თიბისი კაპიტალი" შენიშნავს, რომ ლარში გაცემული სესხების ჯამური თანხა 14.3 მლრდ ლარს (+19.5% წ/წ), ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების ჯამური მოცულობა 19.9 მლრდ ლარის ექვივალენტს (+12.0%* წ/წ) გაუტოლდა. მაისის განმავლობაში ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა, წინა თვესთან შედარებით, გაიზარდა. განაკვეთმა ლარის სესხებზე თ/თ 1.22 პპ-ით (16.93%- მდე) გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე თ/თ 0.10 პპ-ით (6.77%-მდე) მოიკლო.

"სეგმენტების მიხედვით კორპორატიულმა დაკრედიტებამ მაღალი ზრდის ტემპი შეინარჩუნა (+27.8%* წ/წ), მაგრამ შემცირდა წინა თვესთან შედარებით. MSME დაკრედიტება სტაბილური დარჩა და წ/წ 14.0%*-ით გაიზარდა. სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი შესუსტდა აპრილში დაფიქსირებულ წ/წ +7.6%-თან შედარებით, ძირითადად შენელებული იპოთეკური ზრდის ტემპის გამო და მაისში წ/წ 6.7%*-ით გაიზარდა," - ვკითხულობთ "თიბისი კაპიტალის" კვირის მიმოხილვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system