თავში

ლარი ევროს მიმართ გამყარდა, დოლართან - გაუფასურდა

ლარი ევროს მიმართ გამყარდა, დოლართან - გაუფასურდა
ლარი ევროს მიმართ გამყარდა, დოლართან - გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2948 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2919 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0029  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.8971  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3,9098 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0127  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 19 ნოემბერს დაადგინა, ხვალიდან, 20 ნოემბრიდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2985 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system