თავში

ლარი ევროსთანაც და დოლართანაც გაუფასურდა

ლარი ევროსთანაც და დოლართანაც გ
ლარი ევროსთანაც და დოლართანაც გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4534 ლარი  ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.4464 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით  0.007 პუნქტით გაუფასურდა

1 ევროს შეძენა 4.1765 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო  4.1529 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0236 პუნქტით გაუფასურდა

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 26 აპრილს, დაადგინა, ხვალიდან, 27 აპრილიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4500 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system