თავში

ლარი გამყარდა დღესაც

ლარი გამყარდა დღესაც
ლარი გამყარდა დღესაც

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0372 ლარი ღირს.

ოთხშაბათს, 17 ივნისს 1 დოლარის ყიდვა 3.0404 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0032 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4175 ლარად არის შესაძლებელი. ოთხშაბათს 1 ევრო 3.4177 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0002 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 18 ივნისს დაადგინა, ხვალიდან, 19 ივნისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვისBloomberg-ზე 1 დოლარი 3.0338 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system