თავში

ლარი კვლავ გამყარდა

ლარი კვლავ გამყარდა
ლარი კვლავ გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0416 ლარი ღირს.

სამშაბათს, 2 ივნისს 1 დოლარის ყიდვა 3.0772 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით  0,0356 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4087 ლარად არის შესაძლებელი.1 ევრო 2 ივნისს 3.4366 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0,0279  პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 3 ივნისს დაადგინა, ხვალიდან, 4 ივნისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0173 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system