თავში

ლარი მცირედით ისევ გაუფასურდა

ლარი მცირედით ისევ გაუფასურდა
ლარი მცირედით ისევ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0556 ლარი ღირს.

სამშაბათს, 23 ივნისს 1 დოლარის ყიდვა 3.0535 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0021 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4528 ლარად არის შესაძლებელი. ორშაბათს 1 ევრო 3.4462 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0066 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 24 ივნისს დაადგინა, ხვალიდან, 25 ივნისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg -ზე 1 დოლარი 3.0557 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system