თავში

ლარი ორივე წამყვანი ვალუტის მიმართ გამყარდა

ლარი ორივე წამყვანი ვალუტის მიმართ გამყარდა
ლარი ორივე წამყვანი ვალუტის მიმართ გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1975 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.1988 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0013  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.7475 ლარად არის შესაძლებელი. ხუთშაბათს 1 ევრო 3.7560 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან  0.0085 პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 2 ოქტომბერს დაადგინა, ხვალიდან, 2 ოქტომბრიდან ამოქმედდება და ამოქმედდება და უქმეებზეც, 5 სექტემბრის საღამოს 5 საათამდე იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2050 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system