თავში

ლარი ორკვირიან კარანტინს ისევ გადის

ლარი ორკვირიან კარანტინს ისევ გადის
ლარი ორკვირიან კარანტინს ისევ გადის

ეროვნული ბანკი, მიმოქცევიდან შემოსულ ვარგის ბანკნოტებს, მიმოქცევაში ხელახლა გაშვებამდე, საცავში რამდენიმე კვირის განმავლობაში აყოვნებს. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ანგარიშში იმ საგანგებო ღონისძიებების შესახებ, რაც მან COVID-19-თან დაკავშირებით გაატარა.

მიმოქცევიდან ამოღებული ლარის კარანტინში გადატანა მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო. 

როგორც სებ-ი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანკნოტები/მონეტები ვირუსის გავრცელების უფრო ძლიერი წყაროა, ვიდრე სხვა ნებისმიერი ზედაპირი, რომელსაც საზოგადოების წარმომადგენლები ეხებიან. 

"ცენტრალური ბანკი აკვირდება ქვეყანაში და ასევე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ეცნობა კვლევებს იმის შესახებ, ხდება თუ არა ბანკნოტების/მონეტების საშუალებით ვირუსის გავრცელება. ასევე დამატებითი განსაკუთრებული რეჟიმია, სასაზღვრო და კარანტინში მყოფი რეგიონებისათვის. ამ კუთხით, სებ-ი ახორციელებს შესაბამის ზომებს, რომ დაიცვას როგორც ეროვნული ბანკის, ასევე, კომერციული ბანკების თანამშრომლები," - ვკითხულობთ ანგარიშში. 

სებ-ის ინფორმაციით, პანდემიის გამო  მუშაობა შეწყვიტა ფულის მუზეუმმა ყვარელში. ამ ეტაპზე ასევე შეჩერებულია ფულის მუზეუმის ელექტრონული მაღაზიის ფუნქციონირებაც.

ეროვნული ბანკი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს, მუდმივ კომუნიკაციაშია საფინანსო სექტორთან და საჭიროებისამებრ განაგრძობს საგანგებო ღონისძიებების გატარებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system