თავში

ლარის გაუფასურებამ მეფრინველეებს პრობლემა შეუქმნა

ლარის გაუფასურებამ მეფრინველეებს პრობლემა შეუქმნა
ლარის გაუფასურებამ მეფრინველეებს პრობლემა შეუქმნა

ლარის გაუფასურების გამო ადგილობრივი წარმოება დიდ გასაჭირშია. პრობლემა ფრინველის ხორცის წარმოებასაც შეეხო. კომპანია ,,კუმისის" დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ მწარმოებლები არიან დიდი არჩევანის წინ - გააძვირონ პროდუქტები და წარმოების ტემპი შეამცირონ თუ გააგრძელონ მუშაობა ჩვეულ ტემპში. მისი თქმით, შეიძლება ზოგიერთი კომპანიისთის ეს პროცესი გაკოტრებით დასრულდეს. 

,,ჩვენ ფასს ვერ ვაჩერებთ უკვე, ეს შეუძლებელია. თუმცა თებერვლის შემდეგ ფასი არ შეგვიცვლია, ამას დიდი გაჭირვებით ვახერხებდით, მაგრამ ახლა ყველა შესაძლებლობა ამოგვეწურა. ლარმა დიდი პრობლემა შეუქმნა როგორც ადგილობრივ წარმოებას, ასევე იმპორტსაც. როდესაც წარმოება ნორმალურ სიტუაციაზე გაქვს გათვლილი და ახლა ფორსმაჟორული მდგომარეობაა, შეიძლება წარმოიშვას ან ჭარბი წარმოება ან გაჩერების აუცილებლობა. ყველაფერი ეს დამოკიდებულია, როგორი იქნება კურსი და რა პოლიტიკას გაატარებს სახელმწიფო", - ამბობს უჩუმბეგაშვილი და დასძენს, რომ ცვლილება გაყიდვებზეც ადეკვატურად აისახება და კლება აქაც შეიძლება დაფიქსირდეს.

,,ქართული ბაზარი მცირე მსყიდვითუნარიანობით ხასიათდება. უმნიშვნელო გაძვირებაც კი მომენტალურად ურტყამს გაყიდვას. ლარმა ასეთი სწრაფი ტემპით თუ გააგრძელა დაღმა სვლა, ყველგან პრობლემაა მოსალოდნელი. ორივე წამყვანი ვალუტის მიმართ ლარი კატასტროფულად არის გაუფასურებული. არ მახსოვს, ევროსადმი ლარის კურსს 3,80-თვის მიეღწიოს, გაუგონარი სიტუაციაა. ყველა რეკორდი მოხსნა ლარმა“, - ამბობს უჩუმბეგაშვილი და დასძენს, რომ  ფასების ზრდა აბსოლუტურად ყველა დასახელების პროდუქტს შეეხება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system