თავში

ლარის კურსი 0.0006 პუნქტით გაუფასურდა

ლარის კურსი 0.0006 პუნქტით გაუფასურდა
ლარის კურსი 0.0006 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0743  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.0737 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0006 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.6366 ლარად არის შესაძლებელი. გუშინ 1 ევრო 3.6257 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0119  პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 24 აგვისტოს, დაადგინა, ხვალიდან, 25 აგვისტოდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0743 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system