თავში

ლარის კურსი 0.0025 პუნქტით გაუფასურდა

ლარის კურსი 0.0025 პუნქტით გაუფასურდა
ლარის კურსი 0.0025  პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2197 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2172 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0025  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.8002  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.7966 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0036 პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 12 ოქტომბერს დაადგინა, ხვალიდან, 13 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2150 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system