თავში

ლარის კურსი 3-იან ნიშნულს ჩამოსცდა

ლარის კურსი 3-იან ნიშნულს ჩამოსცდა
ლარის კურსი 3-იან ნიშნულს ჩამოსცდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.9841  ლარი ღირს.

ოთხშაბათს, 3 ივნისს 1 დოლარის ყიდვა 3.0416 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0,0575 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.3422 ლარად არის შესაძლებელი.1 ევრო 3 ივნისს 3.4087 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0,0665 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 4 ივნისს დაადგინა, ხვალიდან, 5 ივნისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.9750 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system