თავში

ლარის კურსი დღეს უმნიშვნელოდ გამყარდა

ლარის კურსი დღეს უმნიშვნელოდ გამყარდა
ლარის კურსი დღეს უმნიშვნელოდ გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0551 ლარი ღირს.

ოთხშაბათს, 24 ივნისს 1 დოლარის ყიდვა 3.0556 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0005 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4266 ლარად არის შესაძლებელი. ოთხშაბათს 1 ევრო 3.4528 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0262 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 25 ივნისს დაადგინა, ხვალიდან, 26 ივნისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg -ზე 1 დოლარი 3.0550 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system