თავში

ლარის კურსი დოლარის მიმართ უმნიშვნელოდ გამყარდა

ლარის კურსი დოლარის მიმართ უმნიშვნელოდ გამყარდა
ლარის კურსი დოლარის მიმართ უმნიშვნელოდ გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0727 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.0731 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0004  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.6037 ლარად არის შესაძლებელი. პარასკევს 1 ევრო 3.5605 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0432 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 27 ივლისს, დაადგინა, ხვალიდან, 28 ივლისიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0738 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system