თავში

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან დაეცა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან დაეცა
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან დაეცა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0651 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა  3.0633 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0018 პუნქტით გაუფასურებული.

1 ევროს შეძენა კი 3.5049 ლარად არის შესაძლებელი. გუშინ 1 ევრო 3.4817 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0232 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 15 ივლისს, დაადგინა, ხვალიდან, 16 ივლისიდან, იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0640 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system