თავში

ლარის კურსი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან -გამყარდა

ლარის კურსი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან -გამყარდა
ლარის კურსი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან -გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0385  ლარი ღირს.

ხუთშაბათს, 18 ივნისს 1 დოლარის ყიდვა 3.0372 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0013 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4040  ლარად არის შესაძლებელი. ხუთშაბათს 1 ევრო 3.4175 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0135 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 19 ივნისს დაადგინა, ხვალიდან, 20 ივნისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0338 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system