თავში

ლარის კურსი დოლართან უმნიშვნელოდ გამყარდა

ლარის კურსი დოლართან უმნიშვნელოდ გამყარდა
ლარის კურსი დოლართან უმნიშვნელოდ გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0552 ლარი ღირს.

პარასკევს, 26 ივნისს 1 დოლარის ყიდვა 3.0556 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0004 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4466 ლარად არის შესაძლებელი. პარასკევს 1 ევრო 3.4317 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0149 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 29 ივნისს დაადგინა, ხვალიდან, 30 ივნისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0580 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system