თავში

ლარის კურსი კვლავ გაუფასურდა

ლარის კურსი კვლავ გაუფასურდა
ლარის კურსი კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0643 ლარი ღირს.

ორშაბათს, 15 ივნისს 1 დოლარის ყიდვა 3.0608 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0033 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4669 ლარად არის შესაძლებელი. პარასკევს 1 ევრო 3.4434 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0235  პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 16 ივნისს დაადგინა, ხვალიდან, 17 ივნისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0616 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system