თავში

ლარის კურსის განახლებული პროგნოზი

ლარის კურსის განახლებული პროგნოზი
ლარის კურსის განახლებული პროგნოზი

საკონსულტაციო ანალიტიკურმა ჯგუფმა "თიბისი კაპიტალმა" ივნისში კიდევ ერთხელ შეაფასა COVID-19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და დაასკვნა, რომ ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუფასურება ნაკლებსავარაუდოა და წლის ბოლოსთვის ლარი 3.0 ნიშნულზე დასტაბილურდება, წლის ბოლოსათვის ინფლაციის მოლოდინი 5%-დან 4.5%-მდე, ხოლო რეფინანსირების განაკვეთის მოლოდინი 8%-დან 7.75%-მდე შემცირდა.

"თიბისი კაპიტალის" საბაზო სცენარით 2020-21 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინი უცვლელია: 2020 წელს ეკონომიკა 4.5-5.5%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს ზრდა 5.0-6.0% ფარგლებში იქნება.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0551 ლარი ღირს, 1 ევროს შეძენა კი 3.4266 ლარად არის შესაძლებელი. 

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის (09;10 PM)  Bloomberg -ზე 1 დოლარი 3.0623 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system