თავში

ლარში სესხები შემცირდა დოლარში - გაიზარდა

ლარში სესხები შემცირდა დოლარში - გაიზარდა
ლარში სესხები შემცირდა დოლარში - გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 48.22 მლნ ლარით (0.13%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე,0.24%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 38.17 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.51 მლნ ლარით (0.53%-ით) შემცირდა,ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 41.28 მლნ ლარით (0.19%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.02%-ით).

ეროვნული ბანკის ცნობით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის იანვრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.33 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.68%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით13.23 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.25%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.04%-ით მეტი). 2021 წლის იანვრის განმავლობაში 0.08%-ით, ანუ 14.87 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 18.77 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.14 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.18 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.13 პროცენტული პუნქტით).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system