თავში

"ლელოს" მტკიცებით, საპენსიო რეფორმა ჩავარდნის პირასაა

"ლელოს" მტკიცებით, საპენსიო რეფორმა ჩავარდნის პირასაა
ლელოს მტკიცებით, საპენსიო რეფორმა ჩავარდნის პირასაა

"სურგულაძე ისევე გაურკვევლად მიდის, როგორი გაურკვევლადაც იმართება საქართველოს მოქალაქეების ფული.," - ამის შესახებ ,,ლელოს’’ ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელ გადადგომასა და საპენსიო რეფორმის ხარვეზებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი გადადგომა ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის აიძულეს ეს ნაბიჯი გადაედგა. 

როგორც მიქაუტაძე აცხადებს, საპენსიო ფონდს და ოცნების ხელისუფლებას არ ჰყოფნის სათანადო კომპეტენცია ამ თანხების ეფექტური მართვისთვის.მისი მტკიცებით საპენსიო რეფორმა ჩავარდნის პირასაა, რაც მიქაუტაძის მტკიცებით, "ლელოს" მიერ სააგენტოდან გამოთხოვილი მასალებიდან მტკიცდება.

"ფაქტია, რომ საპენსიო რეფორმა ჯერჯერობით ვერ შედგა და შეიძლება ჩავარდეს, სააგენტოს მიერ ნახევარი მილიარდი ლარია მობილიზებული, თუმცა მისი ინვესტირება, ფაქტობრივად, არსად მომხდარა. 

•ერთი წლის თავზე, სააგენტოს არ აქვს შემუშავებული საინვესტიციო დოკუმენტი.

•საინვესტიციო საბჭოს უნდა დაეწყო საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება, თუმცა არ დაწყებულა.

•საინვესტიციო საბჭოს მიერ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესი და კრიტერიუმები.

•დაკომპლექტებული არ არის რისკის კომიტეტი. ასეთი მმართველობითი ორგანოს შესაქმნელად აუცილებელია შეტანილ იქნეს შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კანონში დაგროვებითი პენსიის შესახებ ან/და საპენსიო სააგენტოს დებულებაში საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე,"  - განმარტა მიქაუტაძემ.

მიქაუტაძე ამტკიცებს, რომ ფონდში აკუმულირებული თანხა განთავსებულია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის მიმდინარე ანგარიშებზე, სადაც საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 8.5%-ია, იმ ფონზე, როცა ინფლაცია 7 %-ს უდრის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system