თავში

ლენტეხი-ბავარის გზის რეაბილიტაცია იწყება

​ლენტეხი-ბავარის გზის რეაბილიტაცია იწყება
ლენტეხი-ბავარის გზის რეაბილიტაცია იწყება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი (კმ1-კმ7) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სატენდერო წინადადებების მიღება დღეს სრულდება.

ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. 

მათი განმარტებით, ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებულია და მთლიანად მწყობრიდან არის გამოსული. რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება გართულებულია. ლენტეხი-ბავარის გზა, ამ ორი დასახლებული პუნქტის დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს, შესაბამისად მის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

"უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის შესაბამისად, დაგეგმილია: გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ხელოვნური ნაგებობების, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების, მილების, კიუვეტებისა და გაბიონის კედლების მოწყობა. ასვე, გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელების, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, ავტოპავილიონისა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის მოწყობა. განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობა, გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო შემოფარგვლა," - განმარტავენ დეპარტამენტში.

პროექტი, სახელწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system