თავში

ლევან კობერიძე: ჯანდაცვის მინისტრმა რობოტი მაინც გამოგვიგზავნოს

ლევან კობერიძე: ჯანდაცვის მინისტრმა რობოტი მაინც გამოგვიგზავნოს
ლევან კობერიძე: ჯანდაცვის მინისტრმა რობოტი მაინც გამოგვიგზავნოს

"სად არის მინისტრი? რობოტი გამოგვიგზავნოს, თავისი ტექსტები ჩაწეროს და ასე გვესაუბროს. უკვე მერამდენედ დაადასტურა, რომ მოვიდოდა კომიტეტში, ამის მაგივრად, როგორ ვხედავთ, დაკრა ფეხი და წავიდა სამოგზაუროდ საქართველოს ფარგლებში," - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჯანდაცვის სფეროს რეგულირების შესახებ კანონპროექტს დაჩქარებული წესით წარადგენს.

დეპუტატის თქმით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გამო სამედიცინო ბიზნესთან არათუ არ გაუვლიათ კონსულტაციები, დეპუტატებმაც კი ძლივს მოასწრეს დოკუმენტის წაკითხვა.

"ყველაზე მთავარი კითხვა რაც არის, თქვენ დარგი საითკენ მიგყავთ და ეს რეგულაციები, რომელიც გამკაცრების თვალსაზრისით შემოგაქვთ, საით გინდათ, რომ დარგი წაიყვანოთ. ამაზე ჩვენ უკვე ახალ მინისტრთან ერთი წელია გვაქვს კითხვები, რომელიც, როგორც ვხედავ, შიდა ტურისტულ ტურნეში აპირებს წასვლას, რომ მოიაროს მთელი საქართველო. გუშინ განცხადება ვნახე, რომ ხალხს მოუყვეს, როგორ კარგად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. აქ ნამდვილად ვინანე, რომ ქუთაისიდან გადმოვიტანეთ პარლამენტი, იქ რომ ყოფილიყო, იქნებ გზად მაინც შემოევლო, მანდ მაინც გვეხილება. ან იქნებ რობოტი გამოგვიგზავნოს, თავისი ტექსტები ჩაწეროს, რომ გვესაუბროს. სად არის მინისტრი? ივნისის ბოლო კვირას წერილობით მოიწერა, არასწორად რომ მოიწერა და რომ არღევს რეგლამენტებს, ვერ ერკვევა, ეგ ცალკე თემაა. კითხვა გვაქვს მასთან. ეს კანონპროექტი, რომელიც შემოიტანეთ, ეხება იმას თუ დარგი საით მიდის. პოლიტიკა უნდა მუშავდებოდეს კომიტეტში და პარლამენტში. ეს არ არის უბრალოდ ტექნიკური საკითხები. მინისტრი კომიტეტში რატომ არ მოდის? მსგავსი ტიპის ცვლილებებიც კი არის პოლიტიკის ნაწილი,"- განაცხადა კობერიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system