თავში

ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარდის სახელმწიფო აქტივი ჩაიდება

ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარდის სახელმწიფო აქტივი ჩაიდება
ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარდის სახელმწიფო აქტივი ჩაიდება

„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლარის ღირებულების სახელმწიფო აქტივი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისათვის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის,” - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი, რისთვისაც აუცილებელია ევროპული სტანდარტების ეკონომიკის და ბიზნეს გარემოს შექმნა. 

"ამ მიზნით ჩვენ ქვეყანაში კიდევ უფრო გავაძლიერებთ ევროპული ხარისხის და სტანდარტების ინსტიტუტებს, როგორიც არის კონკურენციის პოლიტიკის ინსტიტუციური ჩარჩო, როგორიც არის კომერციული დავების განხილვის ალტერნატიული ინსტრუმენტების გაძლიერება და განვითარება, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება ბიზნესისთვის, როგორც მართლმსაჯულების პრაქტიკის ნაწილი და სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა," - განაცხადა ლილუაშვილმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system