თავში

ლირა კვლავ გაუფასურდა

ლირა კვლავ გაუფასურდა
ლირა კვლავ გაუფასურდა

თურქეთის ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ კვლავ გაუფასურდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ცენტრალური ბანკი ავრცელებს.

30 დეკემბრის სავაჭრო მონაცემებით, ერთი აშშ დოლარი 12.03 ლირა ღირს. 

თურქეთის ცენტრალური ბანკი ეროვნული ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმსა და საშუალოვადიან ინფლაციის მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელს 2022 წლისთვისაც შეინარჩუნებს.16 დეკემბერს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი 15%-დან 14%-მდე შეემცირებინა, რამაც თურქული ვალუტის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია - 20 დეკემბერს დოლარმა რეკორდულ ნიშნულს 18,4 ლირას მიაღწია.

ჯერ კიდევ თებერვალში დოლარი 6,9 ლირა ღირდა, მას შემდეგ თურქული ვალუტა თითქმის 120 პროცენტით გაუფასურდა.

ლირამ მკვეთრად ვარდნა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის სამი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ხელმძღვანელის ორი მოადგილე, თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system