თავში

ლირა რეკორდულად უფასურდება

ლირა რეკორდულად უფასურდება
ლირა რეკორდულად უფასურდება

თურქული ლირა დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა და ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ლირის კურსი კიდევ 1%-ით დაეცა.

დოლარის კურსი ლირასთან მიმართებაში 13,83 ლირას შეადგენს. 

წთურქული ვალუტა, რომელიც წლის დასაწყისში ერთ დოლარზე 7,4 ლირად ვაჭრობდა, წლის განმავლობაში 45%-ზე მეტით დაეცა.

ლირის ვარდა კიდევ უფრო დააჩქარა იმ ფაქტმა, რომ თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი 16%-დან 15%-მდე შეემცირებინა.

ლირამ მკვეთრად ვარდნა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის სამი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ხელმძღვანელის ორი მოადგილე, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system