თავში

ლირამ ისტორიული მინიმუმი განაახლა

ლირამ ისტორიული მინიმუმი განაახლა
ლირამ ისტორიული მინიმუმი განაახლა

თურქული ვალუტის კურსი ძლიერ რყევებს აღარ განიცდის და შედარებით სტაბილურია, თუმცა მისი ღირებულება მინიმუმამდეა დავარდნილი.

დოლარის კურსი ლირასთან მიმართებაში 11,93 ლირას შეადგენს.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი 16%-დან 15%-მდე შეემცირებინა.

ლირამ მკვეთრად ვარდნა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის სამი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ხელმძღვანელის ორი მოადგილე, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ოქტომბრის ბოლოს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა თურქული ლირის კურსის რეკორდული ვარდნის ფონზე გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი 18%-დან 16%-მდე შეემცირებინა, რამაც ლირის ვარდნა კიდევ უფრო დააჩქარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system