თავში

ლირის გაუფასურებამ თურქეთში ინფლაციური წნეხი გაზარდა

ლირის გაუფასურებამ თურქეთში ინფლაციური წნეხი გაზარდა
ლირის გაუფასურებამ თურქეთში ინფლაციური წნეხი გაზარდა

2020 წლის მესამე კვარტალში ეკონომიკური აქტივობა დაბალი იყო თურქეთში, რაც, ძირითადად, COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების შედეგია, რომელთა ფონზეც მნიშვნელოვნად გაუარესდა როგორც შიდა, ასევე საგარეო მოთხოვნა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ნოემბრის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტში ვრცელი თავი აქვს დათმობილი მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვას, რომლის მიხედვით, თურქეთში შემცირდა ექსპორტის მოცულობა და ინვესტიციებიც. 

მნიშვნელოვნადაა გაუარესებული როგორც სამომხმარებლო, ისე ბიზნეს განწყობები, თუმცა შერბილებული შეზღუდვების პარალელურად, სიტუაციის მცირედით გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. 

ლირის გაუფასურების ფონზე, მაღალი რჩება ინფლაციური წნეხი. 

წლიური ინფლაცია სექტემბერში 11.75% იყო. სსფ-ს შეფასებით, 2020 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა თურქეთში -5%, ხოლო 2021-ში კი 5% იქნება. 

რაც შეეხება ინფლაციას - 2020 წელს ისევე, როგორც 2021-ში, ის 11.9%-ის დონეზეა პროგნოზირებული. 

ცნობისთვის,ოქტომბერში რეგიონის ვალუტებიდან ყველაზე მეტად ლირა და რუბლი გაუფასურდა. ერთის მხრივ, თურქეთის ცენტრალური ბანკის პოლიტიკამ, ხოლო მეორეს მხრივ თურქეთსა და ამერიკას შორის გაზრდილმა დაძაბულობამ ოქტომბერში ლირას რეკორდული გაუფასურება გამოიწვია (8.2% ოქტომბერში) და ლირა დოლართან მიმართებაში 8-ის ნიშნულს პირველად გადაცდა. ინვესტორებისა და ანალიტიკოსების ნაწილი მოელის, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკი განაკვეთს გაზრდის, თუ ლირა ვარდნას გააგრძელებს. რეგიონის სხვა ვალუტებიდან ყველაზე მეტად რუბლი და ლარი გაუფასურდა, შესაბამისად, 2.4% და 1.5%-ით; სომხური დრამი და ბელორუსული რუბლი გაუფასურდა, შესაბამისად, 0.8%-ით და 0.7%-ით, ხოლო სხვა ვალუტები ძირითადად უცვლელი დარჩა.

შეგახსენებთ, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 1-კვირიანი რეპოს განაკვეთი უცვლელად 10.25%-ზე შეინარჩუნა, ბაზრების დაახლოებით 175სპ-იან ზრდის მოლოდინის საპირისპიროდ. რეგიონის სხვა ცენტრალურმა ბანკებმა მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციის მოლოდინებზე ორმხრივი ზეწოლის გათვალისწინებით, პოლიტიკის განაკვეთები უცვლელად შეინარჩუნეს, თუმცა განაკვეთების შემცირების მოლოდინია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system